სიახლეები

18 სექტემბერი 2018

ბრიტანეთის საელჩოში ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებისთვის სპეციალური მიღება მოეწყო

ბრიტანეთის საელჩოში ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებისთვის სპეციალური მიღება მოეწყო, რომელზეც ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაქენზი სმიტმა და საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ სტიპენდიანტებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატება უსურვეს.

2018/2019 სასწავლო წელს ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკისა და საქართველოს კაპიტალის სრული დაფინანსებით 3 სტუდენტი წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას. 

ჩივნინგის პროგრამა საქართველოში უკვე 25 წელია მოქმედებს და მის ფარგლებში 250-ზე მეტმა ქართველმა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამა წარმატებით დაასრულა. საქართველოს ბანკი ჩივნინგის პროგრამას 2014 წლიდან უჭერს მხარს და ამ დროის განმავლობაში 13 სტუდენტი დააფინანსა