სიახლეები

16 ივნისი 2018

16 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად ინკლუზიური ხასიათის ღონისძიება მოეწყო

საქართველოს ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ ორგანიზებით 16 ივნისს საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, ინკლუზიური ხასიათის ღონისძიება მოეწყო. 

ბავშვებისთვის შემუშავდა სპეციალური  საკონცერტო და გასართობი პროგრამა, თითების თეატრის წარმოდგენა. ბავშვები შეხვდნენ მათ საყვარელი მულტფილმების და ზღაპრების გმირებს, ილუზიონისტს. სათამაშო კუთხეში წარმოდგენილი იყო გრანდიოზული საპნის ბუშტები, საინტერესო თამაშები და აქტივობები.

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ წლებია ზრუნავს შშმ ბავშვებზე და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში. ბანკმა ბავშვებს კიდევ ერთი მხიარული, ფერადი და ხალისიანი დღე აჩუქა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  ბანკის მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტების, დღის ცენტრების, სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარები და საქართველოს ბანკის თანამშრომლების შვილები.

საქართველოს ბანკის ფონდი წლებია ზრუნავს შშმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიის ხელშეწყობაზე, 2014 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით მთელს საქართელოში 50- ზე მეტი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: შშმ ბავშვებისთვის ეტლების გადაცემა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სენსორული ოთახების მოწყობა, ადაპტირებული სახელმძღვანელოების გამოცემა, აუტისტური კლასის მოდელის შექმნა, სასწავლო დაწესებულებების ადაპტირება, ადაპტირებული სათამაშო მოედნის მოწყობა, პარაორკესტრის შექმნა.