დასრულებული პროექტი

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო “ჭკვიანი გემო“ წნორში გაიხსნა
პროექტი განახორციელა: სიცოცხლის ხე

პროექტის შესახებ

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის მიერ 2016 წელს გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერ კონკურსში  გაიმარჯვა სამოქალაქო ინიციატივის პროექტმა წნორში საცხობის და საგანმანათლებლო სივრცის  შექმნის თაობაზე. პროექტი საქართველოს ბანკის ფონდმა 39 000 ლარით დააფინანსა.

პროექტი ითვალისწინებდა სოციალური საწარმოს -ჭკვიანი გემოს შექმნას წნორში, სადაც  მოთხოვნის მიუხედავად, საცხობების მწირი არჩევანია და არ არსებობს ადგილზე მიწოდების სერვისი.

სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ საცხობს და საგანმანათლებლო სივრცეს აერთიანებს, რომელშიც  4 პირია დასაქმებული, მათ შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი. 

პროექტის ფარგლებში გარემონტდა და მოეწყო სამზარეულო, აღიჭურვა სპეციალური დანადგარებით, მძლავრი ღუმელებით, რაც პარალელურ რეჟიმში შესაძლებელს ხდის, ერთდროულად დამზადდეს რამდენიმე სახეობის პროდუქტი. ამასთან, დაფინანსებული თანხით შეძენილ იქნა ე.წ სკუტერი, რომლის დახმარებითაც გაიმართა პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისი. 

შექმნილ სივრცეში გაიმართება  საგანმანათლებლო, შემეცნებითი შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები, ზღაპრის საღამოები მცირეწლოვანი სტუმრებისთვის და სხვადასხვა სოციალური აქტივობები, რომელიც წნორის მოსახლეობის ყველა ასაკობრივი კატეგორიას მოიცავს. 

რაც შეეხება საგანმანათლებლო სივრცეს - პერიოდულად მოეწყობა როგორც შემეცნებითი შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები, ასევე ზღაპრების კითხვის საღამოები მცირეწლოვანი სტუმრებისთვის. გაიმართება, სხვადასხვა სოციალური აქტივობები, რომელიც წნორის მოსახლეობის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება საინტერესო.

"ჭკვიანი გემო" სიღნაღის მუნიციპალიტეტში  ახალგაზრდების, დიდი თაობის ადამიანების  ერთფეროვან ცხოვრებას შეცვლის. კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისების შექმნა და განვითარება მოხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობით/დასაქმებით. პირველად, წნორისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა შეძლებს დააგემოვნოს განსხვავებული დიზაინის მქონე ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი, კაფეშივე წაიკითხოს წიგნი და გახდეს განვითარებული დეცენტრალიზებული კულტურის ნაწილი. ქალაქში გაჩნდება შეხვედრების არაფორმალური სივრცე. ჩატარდება ყოველკვირეული შეხვედრები და დისკუსიები 40-მდე სხვადასხვა საფეხურის სასაწავლო დაწესებულებაში გაერთიანებული სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის.

საწარმოს შემოსავალი წნორის მოსახლეობის სოციალურ აქტივობბებში ჩართვას  შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება. 

საქართველოს ბანკმა ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტით დააფინანსა, საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

  • +995
    32
    2 44 44 93
  • მოგვწერეთ childs@tree.ge
  • გააზიარეთ სოციალურ ქსელში
  • შემოგვიერთდით დაუჭირეთ მხარი პროექტს