დასრულებული პროექტი

„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით 2016 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტი განხორციელდა
პროექტი განახორციელა: აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო

პროექტის შესახებ

საქართველოს ბანკის ფონდის - „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით 2016 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტი განხორციელდა.

2016 წელს ფონდმა სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. საქართველოს ბანკმა 200 000 ლარზე მეტი თანხით დააფინანსა საქართველოს ხუთ რეგიონში სოციალური საწარმოს შექმნის 5 პროექტი, რომლებიც წლის ბოლომდე ამოქმედდებიან. 

ფონდ „სიცოცხლის ხის“ მესამე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა აჭარის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს პროექტმა, რომლის მიხედვითაც ბათუმში სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი მოეწყო. საქართველოს ბანკმა სოციალური საწარმოს პროექტი 50 000 ლარით დააფინანსა.

აჭარის რეგიონში, როგორც ტურისტულ ზონაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი სივრცისა და სერვისების არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის. 

სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მოეწყო, რომელიც პანდუსითა და ამწით აღიჭურვა. ჰოსტელში განთავსებულია 30 საწოლი, მათ შორის ერთი შშმ პირებისთვის ადაპტირებული ოთახი და ერთი ლუქსი. ჰოსტელი ვიზიტორებს უზრუნველყოფს შემდეგი სერვისებით: სტუმრების 24 სთ-იანი მიღების სერვისი, უფასო უკაბელო ინტერნეტი, ტურისტული საინფორმაციო მომსახურება, გასართობი და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცე. ჰოსტელის ეზოში განთავსებულია ველოსიპედისა და ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკირების ზონები. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორიაზეა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ქალაქის ყველა უბანთან და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტთან დაკავშირება. სოციალური საწარმო-ადაპტირებული ჰოსტელის საქმიანობა შშმ პირების გააქტიურებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ დასაქმებას უზრუნველყოფს. სოციალური საწარმოს მიზანია, ჰოსტელის შემოსავლის ნაწილი, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას, კერძოდ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას მოხმარდეს. 

  • +995
    32
    2 44 44 93
  • მოგვწერეთ childs@tree.ge
  • გააზიარეთ სოციალურ ქსელში
  • შემოგვიერთდით დაუჭირეთ მხარი პროექტს