სიახლეები

03 აპრილი 2018

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ ორგანიზებით საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და  „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული:  მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და თამარ ჭანტურია. პირველი ადგილის მფლობელი მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში. 

საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე - „დიდ მხატვრებს არ აქვთ ქვეყანა". პირველ ტურში კი  საკონკურსო თემა "მომავლის განსაზღვრის საუკეთესო გზა მისი შექმნაა"  იყო.  წელს კონკურსში მონაწილეობა 65-მა სტუდენტმა მიიღო.

საქართველოს ბანკი აღნიშნულ კონკურსს 8 წელია უჭერს მხარს, რადგან ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ განათლება გახლავთ. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 1998 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობა უკვე მიიღო დაახლოებით 1600-მა ახალგაზრდა ორატორმა. აქედან 35-მა  ახალგაზრდამ საერთაშორისო ორატორთა კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა,  რომელიც წელს ლონდონში 38-ედ იმართება.