სიახლეები

11 დეკემბერი 2017

სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2017

საქართველოს ბანკის პარტნიორობით საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი-ს ორგანიზებით 7-8 დეკემბერს ქორთიარდ მერიოტში სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2017 გაიმართა.

CSRDG-ს ორგანიზებით „სოციალური მეწარმეობის ფორუმი“ 2012 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, სოციალური მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგაზანიციებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

წლევანდელი ფორუმის ძირითადი თემები იყო: გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება, ახალგაზრდული ორგანიზაციების როლი სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროცესში და სოციალურ საწარმოთა ალიანსის წევრების ერთობლივი შეკრების უზრუნველყოფა სამომავლო სტრატეგიის შესამუშავებლად.

ფორუმის ფარგლებში ნომინაციაში წლის სოციალური საწარმო გაიმარჯვა "კოდალამ", წლის start up სოციალური საწარმო კი "მწვანე საჩუქარი" გახდა. ორივე მათგანს საქართველოს ბანკის ფონდი სიცოცხლის ხე 4 000 ლარს გადასცემს.

წელს, პირველად ფორუმის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით მხარს უჭერენ სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. მათ შორის საქართველოს ბანკს, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში არაერთი სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერი აქტივობა დააფინანსა.

ღონისძიების ორგანიზატორები ასევე იყვნენ: განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, საქართველოს არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდი და ევროკავშირი.