სიახლეები

08 ნოემბერი 2017

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის მხარდაჭერით საქართველოში პირველად სოციალური საწარმოების B2B გამოფენა გაიმართა

საქართველოს ბანკი და ფონდი სიცოცხლის ხე აგრძელებს სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერას.

სოციალურ საწარმოებსა და წამყვან ბიზნეს კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება-გაღრმავების, ცნების პოპულარიზაციისა და საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სოციალური საწარმოების B2B გამოფენა გაიმართა.

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს კომპანიებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციას, მათ შორის, ფონდ სიცოცხლის ხის მესამე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული და ფონდის მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების: „წნულისა“ და კერამიკის სახელოსნოს ნაწარმს, რომელმაც დამთვალიერებლების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

გამოფენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი კი საქართველოს ბანკის ფონდი სიცოცხლის ხე იყო.