სიახლეები

30 აგვისტო 2017

საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის დაფინანსებით კასპში სოციალური საწარმო „წნული“ გაიხსნა

2016 წელს ფონდ „ სიცოცხლის ხის“ მიერ გამოცხადებულ სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერ კონკურსში 154 საკონკურსო პროექტს შორის გაიმარჯვა კასპის შშმ პირთა კავშირის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა, ქ. კასპში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შინ დასაქმების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით.

ფონდ სიცოცხლის ხის დაფინანსებით 2017 წელს სოციალური საწარმო „წნული“ შეიქმნა. მოხდა შენობის გარემონტება და მოეწყო ადაპტირებული სამუშაო სივრცე, რომელიც ბენეფიციარების  საჭიროებებზე  საუკეთესოდ არის მორგებული. ამ დროისთვის საწარმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 5 პირს ასაქმებს. თითოეულმა მათგანმა უძველესი ტრადიციული ხელსაქმე - კალათებისა და სხვადასხვა სახეობის ნივთის დაწნა შეისწავლა.

კასპის შშმ პირთა კავშირის ინიციატივით განხორციელებული პროექტი ხელს შეუწყობს კასპში მცხოვრები შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას, სოციალური საკითხების მოგვარებასა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.