სიახლეები

10 აგვისტო 2017

საგრანტო კონკურსი სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს.

საოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურისის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას, რომლებიც დადებითად იმოქმედებს  სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. 

გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს იდეა, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, კერძოდ, ისეთი პროექტები რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას. 

თითოეულ პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს.


განაცხადების მიღება 10 აგვისტოს დაიწყება და 10 ოქტომბერს დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.

გისურვებთ წარმატებას! 
გმადლობთ, რომ ზრუნავთ!