სიახლეები

14 ივნისი 2017

ინკლუზიური ღონისძიება ბავშვებისათვის

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა საქართველოში, ამის აღსანიშნავად საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე გაიმართა საბავშვო ინკლუზიური ღონისძიება, სადაც მოწვეულნი იყვნენ დღის ცენტრების და სკოლების ბენეფიციარები, ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართული ბავშვები და საქართველოს ბანკის თანამშრომლების შვილები.

ბავშვებისთვის გაიმართა ინკლუზიური კონცერტი და მოეწყო შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა. პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ზღაპრის გმირები, ჯამბაზი და ილუზიონისტი. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში: ფერადი ცარცებით და საღებავით ხატვა, ძერწვა, სახის მოხატვა.

საქართველოს ბანკის ფონდი სიცოცხლის ხე მთელი წლის განმავლობაში ზრუნავს შშმ პირთა ცხოვრებების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მათ განათლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. 14 ივნისი ბავშვებისთვის კიდევ ერთი მხიარული, ფერადი, ხალისიანი და დასამახსოვრებელი დღეა, როდესაც არ არსებობს ზღვარი შესაძლებლობებისთვის.