სიახლეები

12 იანვარი 2017

ქველმოქმედება AmEx ბარათის მფლობელებისგან

უკვე 3 წელზე მეტია  ფონდი “სიცოცხლის ხე“ შშმ პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად ეტლებს გადასცემს. 

6 წლის ნინი გოგალაძეს კვადროპლეგია აქვს და კომფორტული ჯდომისა და გადაადგილებისთვის საჭიროებდა სპეციალიზირებულ, ძვირდაღირებულ ეტლს.

იმ კეთილი ადამიანების მხარდაჭერით, ვინც Amrican Express-ით სარგებლობის დროს დარიცხული MR ქულები, ფონდ „სიცოცხლის ხის“ საქველმოქმედო ვაუჩერში გადაცვალეს, შეგროვდა თანხა, რომლითაც ნინისთვის საჭირო ეტლის შეძენა გახდა შესაძლებელი.


გმადლობთ, რომ ზრუნავთ!