სიახლეები

19 დეკემბერი 2016

შშმ ბავშვები იცავენ ცხოველების უფლებებს

ფონდ „სიცოცხლის ხის“ მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა ასოციაცია „ანიკას“ სპექტაკლის პრემიერა, სახელწოდებით „ბასეტის გადასარჩენად“. 

ფონდმა „სიცოცხლის ხემ“ მეორე საგრანტო კონკურსში წარმოდგენილი ასოციაცია „ანიკას“ პროექტი − „შშმ ბავშვები იცავენ ცხოველების უფლებებს“ − დააფინანსა. პროექტი ითვალისწინებდა ინკლუზიური სპექტაკლის დადგმას. პირველი სპექტაკლის პრემიერა 2015 წელს გაიმართა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა, დღეს კი ნიჭიერმა ბავშვებმა საზოგადოებას უკვე მეორე ნამუშევარი წარუდგინეს ცხოველების დაცვის თემაზე და ოვაციები დაიმსახურეს. დადგმაზე მუშაობდნენ რეჟისორები - ზურაბ გეწაძე და გიორგი ხოსიტაშვილი.

ეს არ იყო მხოლოს ნიჭის, მრავალმხრივი შესაძლებლობების  და სამსახიობო ხელოვნების გამოვლენის დღე, ეს იყო დღე, როცა ყველა მონაწილე თავს რეალიზებულად, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად, წარამტებულად და ბედნიერად გრძნობდა.
ფონდ „სიცოცხლის ხის“  მიზანია ასეთი დღეები შშმ ბავშვების ყოველდღიურობად აქციოს, ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და ინკლუზიური გარემოს შექმნას.