საგრანტო კონკურსები

  • საგრანტო კონკურსები
  • განაცხადის ფორმა
  • საკონსულტაციო საათები
შეავსეთ განაცხადი

ფონდი „სიცოცხლის ხე“ მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს. სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით ღია საგრანტო კონკურსის ფარგლებში სოციალური საწარმოს პროექტები დაფინანსდება.

საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნებისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის გზით, სოციალური საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს პროექტი, რომელსაც აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური, რომელთაგანაც უმთავრესი სოციალურია. ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს მხოლოდ საშუალება მეორე, უფრო მნიშვნელოვანი – სოციალური მიზნის მისაღწევად. პროექტის წარმატება გაიზომება მისი წვლილით იმ სოციალური პრობლემის მოგვარებაში, რისთვისაც იგი შეიქმნა. მისი მასშტაბი შეიძლება მერყეობდეს სოფლის თემის მაღაზიიდან დიდ სამშენებლო ფირმებამდე, მაგრამ, მასშტაბის მიუხედავად, მთავარია, სოციალური საწარმო იყოს მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სოციალური პასუხისმგებლობისა და ფინანსური წარმატების შერწყმა. საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრას უნდა ხმარდებოდეს. სოციალური საწარმოს იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრანტის სახით მიღებული დაფინანსების დასრულების შემდგომ, უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ფუნქციონირება და განვითარება.



კონკურსში მონაწილეობისთვის მთავარი პირობები:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

- საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;

- საინიციატივო ჯგუფებს;

* კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სოციალური საწარმოს იდეის ინიციატორი და განმახორციელებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ მცირე 2 წევრისაგან შემდგარი გუნდი, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს.

- თითოეულ პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს;

- პროექტის იდეა უნდა ეფუძნებოდეს გრძელვადიან და მდგრადი განვითარების გეგმას და არ უნდა ატარებდეს ერთჯერადი პროექტის სახეს;

- საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი;

- საწარმოს მენეჯმენტის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნილი თანხის 10%-ს.

პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა ხდება ონლაინ, ფონდ „სიცოცხლის ხის“ ვებგვერდზე: www.tree.ge

პროექტს უნდა ერთვოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ბიუჯეტის ფორმა, აქტივობების კალენდარი (დროის გეგმა), პროექტის ხელმძღვანელების რეზიუმე (CV) და სხვა დამატებითი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კომპეტენტური ჟიური შეარჩევს და ფონდი „ სიცოცხლის ხე“ დააფინანსებს სოციალური საწარმოს მდგრად პროექტებს. ჟიური დაკომპლექტდება შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებით.

გამარჯვებული პროექტების დაფინანსება მოხდება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ. ფონდი „ სიცოცხლის ხე“ იტოვებს უფლებას, არ დააფინანსოს კონკურსში მონაწილე არცერთი პროექტი. ასევე, იტოვებს უფლებას, აპლიკანტს მოსთხოვოს 10%-იანი თანადაფინანსება. სიცოცხლის ხე იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს პროექტის დაფინანსება, თუკი პროექტი არ ხორციელდება ჯეროვნად ან მიმდინარეობს დარღვევებით.

საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ სოციალური საწარმოს იდეები და არ გაიცემა შემდეგი ხასიათის დაფინანსება:

- კონფერენცია;

- ტრეინინგები;

- ადვოკატირება;

- ერთჯერადი ხასიათის აქტივობები.

განაცხადების მიღება დასრულდა 10 ოქტომბერს. კონკურსის გამარჯვებულებს შესაბამისი მიმართულებების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური წლის ბოლომდე გამოავლენს.

გმადლობთ, რომ ზრუნავთ!

მესამე საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება დასრულებულია.

ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის შესახებ:

შენახვა
დიახ
არა
ინფორმაციის დამატება
ინფორმაციის დამატება

პროექტის აღწერა

შენახვა
რეზიუმეს დამატება
რეზიუმეს დამატება
პრობლემის ანალიზი, რომელსაც ეხება პროექტი (სოციალური საკითხი,რომლის მოგვარებასაც ემსახურება თქვენი პროექტი)
პროექტის მიზნები
პროექტის ბენეფიციარების აღწერა. მიუთითეთ ასევე იმ ადამიანთა დაახლოებითი რაოდენობა, ვისთვისაც განკუთვნილია აღნიშნული პროექტი
აღწერეთ პროექტის უპირატესობები: ვინ არიან კონკურენტები, მომხმარებელთა რომელ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი პროდუქტი/მომსახურება
პროექტის აქტივობები, რა ეტაპებისაგან შედგება პროექტი.
ინფორმაციის დამატება
აღწერეთ სავარაუდო სოციალური შედეგები და ეფექტი პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში
სასურველია მიუთითოთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენს მიერ განხორციელებულმა პროექტმა სფეროზე, საზოგადოებაზე და ა.შ.
აღწერეთ როგორი იქნება თქვენი პროექტის თვალყურის დევნების (მონიტორინგის) მექანიზმი - როგორ გაიზომება შედეგი, რა კრიტერიუმით, რა საშუალებებით და რა სიხშირით?
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა ლარში
დაფინანსების სხვა წყაროდან მოთხოვნილი თანხა ლარში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დიახ
არა
ინფორმაციის დამატება
გადმოწერეთ ფაილი
მიამაგრეთ შევსებული ბიუჯეტის ფაილი
გადმოწერეთ ფაილი
მიამაგრეთ შევსებული დროის გეგმის ფაილი
მიამაგრეთ დამატებითი დოკუმენტები
დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 44 44 93 და ჩაეწერეთ საკონსულტაციო საათზე ფონდი
"სიცოცხლის ხის" შესაბამის თანამშრომელთან.